ირაკლი ღარიბაშვილი - რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს,რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.

“დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.

საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.

ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა