გიორგი ბადრიძე - პირველწყაროდან მაქვს ინფორმაცია, კობახიძეს ევროკავშირისგან ჰქონდა გზავნილი: „ყველაფერი მზადაა, საქართველომ სტატუსი მიიღოს“ და გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „აგენტების” კანონს - საბოტაჟის რეჟიმშია

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ პირადად ირაკლი კობახიძეს ევროკავშირისგან მიღებული ჰქონდა გზავნილი: ყველაფერი მზად არის, საქართველომ ახლა, ყველაფრის მიუხედავად, სტატუსი მიიღოს - მეორე დღეს მან გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას , - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროკავშირიდან აქვს პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხთან მიმართებით ირაკლი კობახიძესთან საუბარი გაიმართა.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ პირადად ირაკლი კობახიძეს ევროკავშირისგან მიღებული ჰქონდა გზავნილი: ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ საქართველომ ახლა, ყველაფრის მიუხედავად, სტატუსი მიიღოს, რომ ეს შესაძლებლობა საკმაოდ მყიფეა, მაგრამ არსებობს, იქნება არაერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც გაუხარდება, თუ საქართველოს საკითხი საბოლოოდ დაიხურება. მოკლედ, მას უთხრეს, ყველაფერია იმისათვის, რომ სტატუსი იქნას მოცემული და ამის მეორე დღეს მან გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას. მე სრულიად დარწმუნებით გეუბნებით, რომ „ქართული ოცნება“ ანუ „რუსული ოცნება“ არის საბოტაჟის რეჟიმში“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლების საბოტაჟის რეჟიმში ყოფნა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, კანონის უზენაესობის გამყარება, თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ოლიგარქიის ბუნებრივ ინტერესებთან.

„ეს რომ კობახიძეს უთხრეს, პირველწყაროდან გეუბნებით, რომელსაც ვერ დავასახელებ. 12 პუნქტის არშესრულების მიუხედავად იყო შესაძლებლობა [კანდიდატის სტატუსის მიღების] და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, თუ ეს კანონი არ იქნება მიღებული. მაგრამ ასევე, ამავე ადამიანმა [მითხრა], პირველ წყაროზე მაქვს საუბარი - როგორც კი ეს ფანჯარა დაიხურება, დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება თუ არ მოხდება, ეს აღარ განიხილება არასდროს! იმ წყაროდან ვციტირებ“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ და აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის წყარო ევროკავშირიდან არის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან