გიორგი გახარია - ომიდან 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან - უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა

1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ში წერს, რითაც რუსეთ-უკრაინის 1 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

„1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა. 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებულო ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე წინ უძღოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ე.წ.ავტონომიურ რესპუბლიკებად გამოცხადება.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა