ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაზე“ – რუსეთისკენ არიან და კიევში ვერ იქნებოდნენ

ეს ხელისუფლება ომის დაწყების დღიდან რუსეთის მხარეს არის - უკრაინაში ყველა ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული და იქ რუსეთის კრიტიკა იქნება, არ უნდათ, რომ მათ {ქართულ ოცნებას}პუტინი გაუბრაზდეთ ამის გამო, - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის გამარჯვებას ელოდება.

„ეს ხელისუფლება ომის დაწყების დღიდან რუსეთის მხარეს არის. ისინი ელოდებიან, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, შემდეგ კი მოგვიტრიალდნენ და გვითხრან- სწორია ამ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა, ჩუმად რომ უნდა ვყოფილიყავით, რეალურად უთავმოყვარეო მდგომარეობაში. ამის თქმა უნდათ და არ გამოუვათ. უკრაინა გაიმარჯვებს. ამიტომ არ არიან კიევში. დასახელებული მიზეზები სისულელეა. რუსეთისკენ არიან და კიევში ვერ იქნებოდნენ, იქ იქნება დღეს რუსეთის დედის გინება. უკრაინაში ყველა ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული და იქ რუსეთის კრიტიკა იქნება, მათ {"ქართულ ოცნებას"} არ უნდა, რომ პუტინი გაუბრაზდეთ ამის გამო",- აღნიშნავს ჯაფარიძე.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს