ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეს ომი, მეორე ფრონტი და ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ

ჩვენთვის ამ ერთ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, მცდელობა იყო, რომ ფრონტი გახსნილიყო და გადმოტანილიყო საქართველოში, ეს ე.წ. მეორე ფრონტი, მაგრამ სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეს ომი, მეორე ფრონტი და ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან „რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ანტიეროვნული ქმედება, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და დღესაც მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობასა და მშვიდობას გულისხმობს“.

„აბსოლუტურად დესტრუქციული ქმედება იყო და არის რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მათი ქმედება, მათი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული ქმედება. მათი ამოცანა და მათი ქმედება არ ყოფილა, საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების გატარება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობის და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე, განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემებს. ერთ-ერთი მთავარი განსაცდელი, რაც შეიძლება იყოს, არის ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში - უკრაინამ დღეის მდგომარეობით, უკვე დაკარგა ტერიტორიების 20%, 10 ათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ არის შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარი არის 700-800 მილიარდზე, ზოგი ამბობს, რომ ზარალმა, ყველაფრის ჩათვლით, შეადგინა 1 ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები