ანდრეი კასიანოვი - მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ ბრალდებებს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით

ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ გარკვეული პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოთქმულ ნებისმიერ ბრალდებებს საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე იმედგაცრუებულია უმაღლესი რადას მოწვევით, საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩასვლაზე უარის თქმის გამო, თუმცა უფრო მეტად გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვა.

კასიანოვმა მადლობა გადაუხადა ოპოზიციონერ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც კიევში იმყოფებიან.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ არა იმდენად იმ ფაქტით, არამედ „ქართული ოცნების" ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის უმაღლესი რადას მოწვევის უგულებელყოფის მოტივებთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინელი მხარისთვის ყველაზე გაუგებარია ასეთი მოწვევის მიღების ფაქტის დამალვის მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში და უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში არა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან წარმოდგენილი.

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მამაცი ქართველი პოლიტიკოსების, რომლებმაც რუსეთის მხრიდან, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, მუქარებისა და საფრთხეების მიუხედავად, პრინციპული პოზიცია გამოავლინეს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად უკრაინას ქმედითი მხარდაჭერა გაუწიეს.

რაც შეეხება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტს - მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ეფექტურად მხარდაჭერას უწევს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული საქმითაც. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ უკრაინის საელჩოში საქართველოში აქტიურად მუშაობს ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მათი მონაწილეობის საკითხზე”, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა