პაველ ჰერჩინსკი - აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს - დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა

აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელიდან უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიციები. იქნა გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა “შემაშფოთებელი”. რაც ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ინიციატივა 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორთან არის შეუთავსებელი. ერთი პრიორიტეტი - მედიის თავისუფლების შესახებ, მეორე - სამოქალაქო საზოგადოების შესახებ.

ასე რომ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ცუდი მესიჯი და ცუდი დროა, მაგრამ გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რამენაირად ეს ინიციატივა იქნება გადასინჯული და რამენაირად ამოღებული იქნება სამომავლო მუშაობიდან, ვინაიდან ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს.

ასე რომ, დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის