ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით მიმართვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრა დაგმო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა