ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვენაში მიმდინარე სესიის ფარგლებში სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა.

მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე.

„უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირების პროცესს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ვითარებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ასევე, ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.

„დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია შავი ზღვის მნიშვნელობა ევროპისა და მთლიანად, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში. საქართველოს, როგორც ზღვისპირა ქვეყანას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ გავაძლიერეთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაახლოების პროცესის ხელშეწყობას. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის მშვიდობის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიის რეგიონში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს