აკაკი მინაშვილი - უკრაინა დღეს იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის - რუსეთის დამარცხება იქნება წინაპირობა, რომ საქართველო იქნება უსაფრთხოდ და მშვიდობიანად

მსოფლიოში მშვიდობისთვის აუცილებელია რუსეთი დამარცხდეს და ასეთი ძალა არ არსებობდეს, რომელიც მსოფლიოში აგრესიული პოლიტიკის მთავარი მოტივატორია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

აკაკი მინაშვილის თქმით, რუსეთის დამარცხება იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო იქნება უსაფრთხოდ და მშვიდობიანად.

„უკრაინა დღეს იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის, ის იბრძვის ჩვენი უსაფრთხოებისთვის და თავისუფლებისთვისაც. რუსეთის დამარცხება იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო იქნება უსაფრთხოდ და მშვიდობიანად.

ძალიან ბევრი ადამიანია მოსული აქციაზე. თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია, მხარდაჭერა გამოხატოს სხვადასხვა ფორმით. უკრაინა არის ის სახელმწიფო, რომელიც ყველაზე რთულ მდგომარეობაში საქართველოს გვერდით იდგა. ყველანაირად მხარს გვიჭერდა, პოლიტიკურად, დიპლომატიურად, უსაფრთხოების კუთხით, ახლა ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით.

ეს მარტო უკრაინის ბრძოლა არ არის. ახლა, მსოფლიოში მშვიდობისთვის აუცილებელია რუსეთი დამარცხდეს და ასეთი ძალა არ არსებობდეს, რომელიც მსოფლიოში აგრესიული პოლიტიკის მთავარი მოტივატორია“, - განაცხადა მინაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა