პაატა ბურჭულაძე - მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი

მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი, სასწრაფოდ!- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია მომდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოს მავნებელი მთავრობა ჰყავს.

“ჩვენი დღევანდელი აქცია ნათლად გვაჩვენებს, სად არის ქართველი ხალხი და სად არის საქართველოს მთავრობა. ეს მავნებლური მთავრობა. ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ისინი არიან მავნებლები. 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ავნეს ჩვენ ქვეყანას. ამიტომაც, დღეს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ქართველებმა მკაფიოდ დავინახეთ, რომ 30 წელი რაც კი, გვიკეთებია, სისხლი დაგვიღვრია თუნდაც ამ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ, ცხრა აპრილიც გავიხსენოთ - შეიძლება ამან ფუჭად ჩაიაროს ამ მთავრობის ხელში. მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი, სასწრაფოდ! იქ, უკრაინელები, ჩვენი გმირები სისხლს ღვრიან ჩვენთვის. აქ[მთავრობის წარმომადგენლები] ჩვენ გვასწავლიან და გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ უკრაინა აგებს ომს და რაღაც სოფლებს იღებს რუსეთის ჯარი. ეს სამარცხვინოა. ჩვენ ვხვდებით, რატომაც ხდება ეს და კარგია, რომ მსოფლიოს ვანახებთ ერთ რამეს, რომ ქართველი ხალხი და ქართველი მთავრობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა რამე. პირდაპირ ვთქვათ, ეს მთავრობა ჩვენ არ აგვირჩევია, არც პრეზიდენტია ჩვენი არჩეული, პრეზიდენტი არის დანიშნული. ესენი არიან დანიშნულები. სანამ საქართველოს არ ეყოლება ისეთი მთავრობა, ვისაც ხალხი აირჩევს მანამდე ჩვენ ვიქნებით ასეთ დღეში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს