პარლამენტთან მოქალაქეებმა სიმბოლურად საბჭოთა პროპაგანდისტული ლიტერატურა დაწვეს

პარლამენტთან, სადაც უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა დაწვეს სახელმძღვანელოები, რომელიც, მათი თქმით, სტალინს და საბჭოთა კავშირის ეძღვნებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, პერფორმანსით დააფიქსირეს ის, რომ დროა საქართველო არსებული რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოვიდეს.

“დროა კი, არა უკვე დაგვიანებულიცაა გამოსვლა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ჩვენი მმშობლების თაობამ დაიწყო. აქ დავწვით სტალინის თხზულებები, მისი ქება-დიდება და ა. შ.”,- განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი გორგილაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა