თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ბურჭულაძემ განაცხადა, ის ყველა იმ გმირით ამაყობს, რომელმაც ქვეყნის მომავალი შექმნა.
„დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, ჩვენ საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე, მისი ისტორია შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. მე პირადად, ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან“, - განაცხადა ბურჭულაძემ.