გიორგი ვაშაძე - უკრაინის მოწვევა ოფიციალური იყო - თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ბევრს იკიკინებს, წერილის ასლსაც გამოვაქვეყნებთ

თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ბევრს იკიკინებს, უკრაინის გამოგზავნილი წერილის ასლსაც გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ უკრაინა თუ დანებდებოდა, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ ექნებოდა, ამიტომ მათდამი ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

„უკრაინის მოწვევა ოფიციალური იყო. თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ბევრს იკიკინებს, წერილის ასლსაც გამოვაქვეყნებთ. დაანებონ თავი იმ სისულელეს, რომ ტელეფონით დაურეკეს და წერილი არ გამოუგზავნიათ.

ერთი რამ უნდა წარმოვიდგინოთ, ერთი წლის წინ უკრაინა რომ დანებებულიყო, დღეს ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ გვექნებოდა. ასე მოხდა 25 თებერვალს, 100 წლის წინ, ჯერ აიღეს უკრაინა, შემდეგ - საქართველო. ამ ფონზე, ასეთი მტრული დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ის ფრონტი საქართველოს ფრონტიცაა, უკრაინელები ჩვენი ძმები არიან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა