ირაკლი ბერაია ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ტომ გოფუსს შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან ოპერაციების საკითხებში, ტომ გოფუსთან შეხვედრა გამართა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, ომი უკრაინაში და მისი გავლენა რეგიონის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ალიანსის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა და საჭიროება.

„შეხვედრაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში, ვიქტორ დოლიძე და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინნიკოვი მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი