ლევან ხაბეიშვილი წულუკიანზე - ცდილობენ, გელათზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს გადააბარონ - „ჯალათია“, ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის დამნაშავე ხარ

ცდილობენ, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს გადააბარონ და ხვალ რომ რამე მოხდეს, „ჯალათიამ“ თქვას, რომ თურმე, თვითონ არაფერ შუაშია - „ჯალათია“, ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის დამნაშავე ხარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კულტურის სამინისტროს უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას და ფინანსურ უზრუნველყოფას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

„ჯალათია“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება. ახლა ცდილობენ, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს გადააბარონ და ხვალ რომ რამე მოხდეს, "ჯალათიამ" თქვას, რომ თურმე, თვითონ არაფერ შუაშია და არაფერი დაუშავებია. არადა, 7 წელზე მეტია ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, პირადად „ჯალათიას“ პასუხისმგებლობაა. მას შემდეგ რაც ამაზე საჯარო განცხადებები გავაკეთეთ და შევთავაზეთ, რომ უცხოელ სპეციალისტებს ჩამოვიყვანთ, „ჯალათია“ დაფაცურდა, რადგან იცის, რომ იქ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს განვითარდეს ისეთ სავალალო მდგომარეობა, რომ გელათს ვეღარც ვუშველოთ. ახლა ცდილობს მიაფუჩეჩოს და პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. „ჯალათია“, ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის დამნაშავე ხარ. გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, ისტორიის წინაშე შენ იქნები დამნაშავე, რომელიც ანგრევს და ფაქტობრივად გაანადგურა გელათი. პასუხისმგებლობა კი არ გადააბაროთ ვინმეს და ხელების ვინმეზე შეწმენდას კი არ ეცადოთ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას, თუ ამის თავი არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს კონტაქტები. ასევე გთავაზობთ ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე გადაბრალება“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობას კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები იღებდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს