ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე - ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი -  რუსეთის ფედერაცია

დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხის მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები? - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას „როსია 1“-ს განუცხადა.

კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს.

„მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმითვე, დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი "დანაშაულების" ირიბი თანამონაწილე იყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო