პაატა მანჯგალაძე  - აუცილებელია ქუჩის პროტესტი, მაგრამ გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს

ღარიბაშვილის პოსტი ძალიან სამარცხვინო იყო, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სტიქიურ უბედურებაში მოყვა 25 თებერვალს ხალხი-სამარცხვინოა, მტერს რომ მტერი არ დაარქვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის 25 თებერვალთან დაკავშირებით პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის „ფეისბუკ“ პოსტს გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, ისტორიის გადაწერა სამარცხვინოა.

„ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" სამი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება, კერძოდ, ღარიბაშვილის, კობახიძის და პაპუაშვილის. არცერთმა არ ახსენა რუსეთის იმპერია, საუბრობდნენ საბჭოეთსა და მტერზე. ღარიბაშვილის პოსტი ძალიან სამარცხვინო იყო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა სტიქიურ უბედურებაში მოყვა ის ხალხი 25 თებერვალს. კობახიძე საბჭოეთზე საუბრობდა. უნდა თქვა: „საბჭოთა რუსეთი“, „რუსეთი“. ისტორიის გადაწერა სამარცხვინოა, სამარცხვინოა, მტერს რომ მტერი არ დაარქვა“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

გარდა ამისა, მან ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის პროტესტი აუცილებელია.

"ოპოზიციის სამოქმედო გეგმა "სტრატეგია აღმაშენებელს" არ დაგვიმალავს. აუცილებელია ქუჩის პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქაოსური. გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, პრემიერი 1921 წლის 25 თებერვალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს „ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.

ამასთან, აღნიშნავდა, რომ „25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს“.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს