გიორგი ვაშაძე - არანაირი „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არსებობს, ეს არის „ქართული ოცნების“ კანონპროექტი - შინაარსი, გზავნილები და არგუმენტაციაც ერთი-ერთშია იმასთან, რასაც მათი საყვარელი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი იყენებდა

არანაირი "ხალხის ძალის" კანონპროექტი არ არსებობს. ეს არის "ქართული ოცნების" კანონპროექტი, რომელიც კობახიძის მიერ არის დაწერილი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პუტინთან შეთანხმებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ჭაობისკენ გზა მარცხისთვის განწირულია.

„არა თუ კანონპროექტის შინაარსი, თვითონ, გზავნილები და არგუმენტაციაც ერთი-ერთშია იმასთან, რასაც მათი საყვარელი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი იყენებდა. რუსული ჭაობისკენ გზა მარცხისთვის განწირულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. ძალიან მკაფიოა გზავნილები ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ქვეყანას, რომელსაც მსგავსი კანონმდებლობა აქვს, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი",- აღნიშნავს ვაშაძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტსაც სთავაზობს, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი