ალეკო ელისაშვილი - უფრო სწორი იქნებოდა, ეს კანონი „გოსდუმაში“ გაეგზავნათ, რა ვენეცია და ფლორენცია?! ესაა რუსული კანონი - თუ ეს გავიდა, გავფორმდებით როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი

უფრო სწორი იქნებოდა, ეს კანონი „გოსდუმაში“ გაეგზავნათ, რა ვენეცია და ფლორენცია?! ესაა რუსული კანონი - თუ ეს გავიდა, რა გვინდა ამ ქვეყანაში ან პარლამენტში? გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მერე უნდა ვიბოიკოტოთ და ყველაფერიც გავაკეთოთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ ინიცირებული ორივე პროექტი, რომელიც მიღებას უმრავლესობა აპირებს რუსულია და ეროვნული ღირსების საქმეა, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთის მიღება არ დაუშვან.

„გაკვირვებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, უფრო სწორი იქნებოდა გაეგზავნათ „გოსდუმაში“, რა ვენეცია და ფლორენცია, ეს არის არსით, შინაარსით თავიდან ბოლომდე რუსულო კანონი, ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, შესაბამისად გააგზავნონ იქ - მარია ზახაროვების და მაგათ ქვეყანაში, იმათ დაწერონ ექსპერტიზა, რა უნდათ ვენეციასთან, ამათ არ უნდა ევროპული ქვეყანა რომ ვიყოთ, უნდათ ვიყოთ რუსული გუბერნია, ტაგანროგს მიგვაბან ან რომელიღაც ჯანდაბა რუსულ ქალაქს.

ასეთი ამაზრზენი კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ გავიდეს. მე როგორც ერთ დეპუტატს ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველამ უნდა მოვინდომოთ, ეს ოპოზიცია მოეშვას ამ ბოიკოტობანას, რომ დადიან წინ და უკან, თუ მღელვარება, პოლიტიკური პროცესი და მძვინვარება უნდა იყოს, ამ საკითხზე უნდა იყოს, ბოიკოტობას მოეშვან, ეს საკითხი უნდა ჩავარდეს. თუ ეს კანონი გავიდა, მაშინ საერთოდ რა გვინდა ამ ქვეყანაში ან პარლამენტში, ბოიკოტი თუ გვინდა და მღელვარება, ამას უნდა მოჰყვეს, რომ ეს არ გავიდეს. არ უნდა დავამტკიცებინოთ, თუ ეს კანონი დამტკიცდა გავფორმდებით, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, მერე უნდა ვიბოიკოტოთ და ყველაფერიც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არ უნდა მივუშვათ იქამდე, ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკითხი, რომ რუსეთიდან გადმოკოპირებული კანონი არ დამტკიცდეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა