მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს

მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს პიარ კამპანიას მსოფლიო მასშტაბით უგეგმავენ, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

„ამ ქვეყანაში, რეალურად, ადამიანი აღარ დარჩა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე სიმართლე არ იცის. სააკაშვილი უბრალოდ თაღლითობს. არ ჭამს საჭმელს, არ იღებს მედიკამენტებს და გადასხმებს, რომლებიც მის ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. ეს ადამიანი თან თაღლითობს და თან ვიღაცები, მსოფლიოს მასშტაბით, პიარკამპანიას ულაგებენ, რათა ჯერ ქვეყანა დააზიანონ და საბოლოოდ, ომში ჩაგვრთონ. ახლა ჩვენზე, როგორც რუსულ ხელისუფლებაზე, ისე საუბრობთ, მაგრამ რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ, იცით? ყველა მოწოდებას რომ გავყოლოდით, რაც მოდიოდა და რამდენიმე დღეში თბილისის ცენტრში რუსული ტანკები რომ ივლიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა