მიხეილ სარჯველაძე „გირჩის“ დეპუტატებს - თქვენი რელიგია და ლიბერალიზმი ისეთივეა, ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში რომ ამბობს სასაფლაოებზე, ფალსიფიცირებულიაო - სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დასაცავად სახეს კარგავთ

თქვენი რელიგია და ლიბერალიზმი ისეთივეა, ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში რომ ამბობს სასაფლაოებზე, ფალსიფიცირებულიაო - სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დასაცავად სახეს კარგავთ, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსი“ განიხილეს.

სარჯველაძის თქმით, „გირჩმა“ კომიტეტის სხდომაზე „მძიმე პროვოკაცია“ მოაწყო.

„თქვენი ლიბერალიზმი დაახლოებით როგორია იცით?! - როგორც თქვენი რელიგიური ორგანიზაცია. დაისვა კითხვები - ჩვენ, როგორც რელიგიურ ორგანიზაციას რატომ არ გაგვესაუბრეთ ისე, როგორც მართლმადიდებლურ ან მუსლიმურ ეკლესიასო. ეს თქვენი რელიგია და ლიბერალიზმი ისეთივეა, ნოდარ დუმბაძე რომ ამბობს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში სასაფლაოებზე, ფალსიფიცირებულიაო. ეს არის ის რეალური მდგომარეობა, რომელიც გაქვთ და ამას ვერ ეხსნებით, რადგან ეს თქვენთვის პოლიტიკურად, მერკანტილურად ან მატერიალურად არ ვარგა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის დასაცავად სახეს კარგავთ, ეს ძალიან ცუდია და ლამაზი არ არის. ამ ყველაფერს „ტინგიცობა“ კი არ სჭირდება, მთავარია, ამომრჩეველს ყველაფერზე დაკვირვების და მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ არაფერი დაგვირღვევია თქვენგან განსხვავებით, როდესაც აქ მძიმე პროვოკაცია მოაწყვეთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „თავდაცვის კოდექსი“ განიხილეს.“თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი