შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილს - პარლამენტის შენობა აქციების მოწყობის ადგილი არ არის - არაკოლეგიალურია, როდესაც გინდა შენობაში ადამიანების შემოყვანა იმისთვის, რომ მათ შენს კოლეგას შეუტიონ და შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ

პარლამენტის შენობა აქციების მოწყობის ადგილი არ არის! - არაკოლეგიალურია, როდესაც გინდა შენობაში ადამიანები იმისთვის შემოიყვანო, რომ მათ შენს კოლეგას შეუტიონ და შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ - ეს არ არის სწორი! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ბიუროს სხდომაზე პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ მოქალაქეები მის მიერ დაშვებული საშვებით პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს საშვის დაშვების წესს ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, დააკვირდება, რომ მსგავსი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და ჩარჩოებში მოექცეს.

„მაქვს კატეგორიული პროტესტი კოლეგების მიმართ, ვინც ბოროტად იყენებს პრივილეგიას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პარლამენტში სტუმრები შემოუშვან.

წინა შემთხვევაშიც, როცა ბიუროს სხდომასთან აქციასავით მოეწყო, დეპუტატებმა საშვები დაუშვეს და სხვადასხვა პირების შემოუშვეს იმისთვის, რომ პარლამენტის შენობაში მათი კოლეგებისთვის აქცია მოეწყოთ.

პარლამენტის შენობა როგორც ადმინისტრაციული შენობა ის ადგილი არ არის, სადაც შეკრება და აქციის გამართვა დაშვებულია. ეს პარლამენტის წევრმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. რაც შეეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ყველას შეუძლია თუკი რაიმე საკითხის მიმართ პროტესტი აქვს, გამოხატოს, მაგრამ როდესაც ეს შენობაში ხდება, როდესაც ხდება საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ეს დაშვებული არ არის. ეს არის კანონი - ეს არის ის, რაზეც ქართველი ხალხი ამ კანონით შეთანხმდა!

არაკოლეგიალურია, როდესაც შენობაში შემოგყავს ადამიანები, რათა გინდა შენი კოლეგები მათი რისხვის ობიექტი გახადო.

რომელიმე ოპოზიციონერ კოლეგას ესიამოვნება უმრავლესობამ დააორგანიზოს და მის ოთახთან აქცია ჩაატარონ მოქალაქეებმა, რომელთაც შეიძლება ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეთ, რომ მათზე იყვნენ გაბრაზებული?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, ონლაინ მედიის ნაწილი პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებს.

ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეიკრიბნენ წარწერებით - "არა რუსულ კანონს", “არა პუტინის კანონს", “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი". ჟურნალისტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი.

ჟურნალისტების ნაწილმა საშვების გაუქმების გამო შენობაში შესვლა ვერ შეძლო.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო