კელი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით - ვწუხვარ, რომ ნაჩქარევად იქნა შემუშავებული, რაც ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

ცენტრალური ბანკის საიმედოობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა, ვეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მის პრეზიდენტს, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი ბანკის ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ისეთი გუნდი, რომელიც ასე კარგად ასრულებს მოვალეობას, რაც ეკონომიკის სტატისტიკაში ჩანს, რატომ არის საჭირო ამ გუნდის შეცვლას, რატომ არის საჭირო სტრუქტურის შეცვლა, რამაც საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა შეინარჩუნა მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად რუსული ფულის შემოდინება უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ. ეს არის დრო, როდესაც საჭიროა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ვწუხვარ, რომ აღნიშნული კანონი, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული, რაც ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ვშიშობ, რისკის ქვეშ აყენებენ საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუტს“, - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა