ანა ფოტიგა - დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა, თავისუფალი სამყაროს ხმა: გადაარჩინე სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმაურება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი და აცხადებს, რომ ეს არის თავისუფალი სამყაროს ხმა.

“ეს არ არის ერთი ევროპარლამენტარის ხმა.

ეს არის მთელი ევროპარლამენტის, მრავალ ეროვნული პარლამენტის და პატივცემული საჯარო პირების განცხადება.

დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა.

თავისუფალი სამყაროს ხმა: #გადაარჩინე სააკაშვილი”, - წერს ფოტიგა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში