ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას აქვეყნებს

2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.6 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.7 პროცენტით შემცირდა) და 2023 წლის იანვრის ბოლოს 67.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.

ინფორმაციისთვის, წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

ამ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "პეისერა საქართველო"-ს მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია