გიგი წერეთელი - ეს კანონი სრულიად მიუღებელია - თუ სადმე უნდა ეძებონ უცხოური გავლენის აგენტები, ეს, პირველ რიგში, ოკუპანტი ქვეყნის გავლენებია

კანონი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ სრულიად მიუღებელია, მაგრამ თუ სადმე უნდა ეძებონ უცხოური გავლენის აგენტები, ეს, პირველ რიგში, ოკუპანტი ქვეყნის გავლენებია,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ლოგიკური საფუძველი ამ ტიპის კანონის მიღებას არ აქვს.

„თუ ვინმეს სჭირდება ფინანსური მონიტორინგი, გამჭვირვალობა ამის სხვა ათასი მექანიზმი არსებობს და კითხვაზე პასუხი თუ რატომ ჭირდება საქართველოს ამ ვითარებაში მსგავსი კანონი, როდესაც უამრავი სხვა პრობლემა გვაქვს, როდესაც პრობლემები გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა ჩვენს ირგვლივ, როდესაც რუსეთის ომი მიდის უკრაინაში, რა შუაშია ამ დროს სუფთად რუსული კალკირებული კანონი ამ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.

ეს რომ იყოს ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტებზე რეაქცია, შეიძლება ადეკვატური ყოფილიყო, რომ სწორია, დიახ - თუ სადმე უნდა ეძებო გავლენის აგენტები, ეს სწორედ რუსეთის გავლენის აგენტებია და არა სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდეს და რეპრესირებული იყოს არასამთავრობო სექტორი, რომელიც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას და ასევე, ეს არის სწორედ რუსეთის ინტერესი რომ, თავისი რბილი ძალის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც იყენებს დასავლეთთან ბრძოლისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ამის საშუალება აქვს, გამოიყენოს საქართველოშიც და არასამთავრობო სექტორს, მედიას შეუქმნას მძიმე პირობები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს