პრემიერ-მინისტრმა და პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟღენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე