ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეა მაისურაძეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმა დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის და განათლების სფეროებში და სამომავლოდ, ამ ურთიერთობების წარმატებით განვითარების იმედი გამოითქვა.

თეა მაისურაძე 2009 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. იყო ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა