2008 წლის ომზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მარცხისთვის განწირული რუსული მხარისთვის რაიმე პოზიტიური არგუმენტების შექმნას ემსახურება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, მეორე მხრივ კი, ამ ინიციატივაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას, რომელიც მათ ინიციატივაში რაიმე პრობლემას ვერ ხედავს.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
„2008 წლის ომზე ჰააგამ თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, დამნაშავე არის რუსული მხარე და თავიდან ბოლომდე გაამართლა ქართული მხარე. ეს ადამიანები ამ პირობებში როცა მთელ მსოფლიოში გამართლდა ქართული მხარე, ცდილობენ შემოატრიალონ ეს საკითხი და უკან დაუტრიალონ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ნათელი ლუსტრაცია, რომ დღეს რომ ჰააგაში მედვედევზე არ არის საქმე აღძრული, ზუსტად ამ ადამიანების მუშაობის შედეგია. ქართულმა პროკურატურამ არ აღძრა რუსულ მხარეზე საქმე და მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვლილ გენერალს შეატოვა საქმე ჰააგამაც. ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება ამ კომისიას, ერთადერთ მიზანს, რასაც ეს ემსახურება არის ის, რომ შემოატრიალონ ეს და ჰააგაში მარცხისთვის განწირული რუსეთის მხარისთვის რაიმე პოზიტიური არგუმენტები შეიქმნან“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინჯია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომისთვის მზადება 2007 წელს დაიწყო, ასევე ქართულ მხარეს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დაწყებაშიც. ინჯია ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ძირითადი დანაშაული, რომელიც „მიიჩქმალა". აქვე დასძენს იმასაც, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და ამ ქმედებებს მათ გარეშე ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"