იგორ კირილოვი - აშშ უკრაინაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ სალივანის განცხადებები, რომ რუსეთი სპეცოპერაციის ზონაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს, ცხადყოფს აშშ-ისა და მისი თანამონაწილეების განზრახვას, უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაცია მოაწყონ, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა.

„აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, გეგმავენ ქიმიური იარაღის გამოყენებას სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში. ამ ინფორმაციას განვიხილავთ, როგორც თავად აშშ-ის და მისი თანამზრახველების განზრახვას მოაწყონ პროვოკაცია უკრაინაში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით“, - განაცხადა კირილოვმა.

მისი თქმით, პროვოკაციისთვის მზადება დაწყებულია, "კერძოდ, კრამატორსკში ქიმიური ნივთიერებები რკინიგზის საშუალებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხლებით 10 თებერვალს ჩაიტანეს".

„ეს ქიმიკატი იწვევს მწვავე ფსიქოზს, ორიენტაციის დაკარგვას, ჰალუცინაციებისა და მეხსიერების დარღვევებს“, - აცხადებს რუსი გენერალი.

მისი მტკიცებით, ტვირთი ამერიკული წარმოების ჯავშანმანქანებში მოათავსეს, რომლებიც სამხედრო კოლონის შემადგენლობაში ბრძოლის ხაზისკენ დაიძრნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი