არჩილ თალაკვაძე - არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმრები მართლა კვდებოდნენ - ეს დემარში ამბობს, რომ საჭიროა ელჩებთან შეხვედრა

სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარშის გადაცემა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა ელჩებთან შეხვედრა და მათთან განხილვა იმ არგუმენტების, რაც სინამდვილეში პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს.

რაც შეეხება სამკურნალო მიზნით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს მთავარი პრობლემა მიხეილ სააკაშვილის კვებაა და არა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება.

„ვუდასტურებთ ჩვენს პატივისცემას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ელჩებს. რაც შეხება დემარშს, სამწუხაროდ, არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც მართლა აწამებდნენ პატიმრებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მართლა ჯანდაცვის და არაადამიანური მოპყრობის გამო კვდებოდნენ პატიმრები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ეს დემარში ამბობს მხოლოდ ერთადერთს, საჭიროა შეხვედრა ელჩებთან და მათთან ერთად უფრო მეტად განხილვა იმ არგუმენტებისა და იმ რეალობის, რაც სინამდვილეში არსებობს პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან დაკავშირებით. მჯერა, რომ უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, არაერთხელ გვითქვამს, ყოველი იმ განცხადების უკან, რომელიც მის სამკურნალოდ გადაყვანაზე გვესმის, სინამდვილეში დგას გათავისუფლების მიზანი. მიზანი არის ის, რომ ის როგორმე გაარიდონ მართლმსაჯულებას, რომელიც სამართლიანმა სასამართლომ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა. აღინიშნა, რომ უხეშად დაირღვა კანონი და უმძიმესი დანაშაულები იყო. მინდა მივმართო ყველას, ვისაც მართლა აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა, მთელი ყურადღება და ძალისხმევა ახლა უნდა დახარჯოს ყველამ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან მკურნალობის პროცესში. დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის და არა მისი გათავისუფლება. რაც შეეხება რომელიმე ქვეყანაში თუ კლინიკაში მის გადაყვანას, მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას. მან თქვა, რომ თუ ვინმეს სურს ექიმების დამატებით ჩართვა, თუ ვინმემ იცის როგორ შეიძლება შედეგის უფრო სწრაფად და უფრო უკეთ დაყენება, მან პირდაპირ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რომელიმე ქვეყანაში არის კლინიკა და ექიმები, ვისზეც სააკაშვილის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ მას დაეხმარება კვების აღდგენასა და ექიმების დანიშნულების შესრულებაში. მზად ვართ, ეს ექიმები საქართველოში ჩამოვიყვანოთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრისას საუბარი იქნება ყველა იმ არგუმენტზე, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რა ხდება სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

„რეალურად, მისი გარემოცვის მხრიდან ადგილი აქვს ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას, ზეწოლას ექიმებზე და მათთვის ხელის შეშლას. ასევე, ძირითადად, რესურსები მათი მხრიდან იხარჯება იმაზე, თუ როგორ მოხდეს ჯანმრთელობის საკითხის მეტად პოლიტიზება, როგორ გაარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულება. მაშინ, როდესაც განცხადებებს თუ ვნახავთ, გვეუბნებიან სააკაშვილის მეგობრები და მისი დამცველები, რომ მათ სააკაშვილის მდგომარეობა აწუხებთ. მინდა პატიმრობაში ყველა პირს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა