არჩილ თალაკვაძე - ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ

ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა და არის საქართველოს ინტერესებში, რომელიც დაეფუძნება ჯანსაღ არგუმენტებს და არანაირად არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ,- ამის შესახებ ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი სანდო, მაღალი რეპუტაციის ორგანიზაცია არანაირ პრობლემას არ ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ გაასაჯაროს თავისი დაფინანსების წყაროები და ის პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს.

„მე მჯერა, რომ არც ერთ ასეთ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და სანდოობა, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსების წყაროები. მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა და არის საქართველოს ინტერესებში, რომელიც დაეფუძნება ჯანსაღ არგუმენტებს და არანაირად არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც საქართველოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მესამე, ამ კვირის განმავლობაში არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინე და ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ვნახეთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არგუმენტები, რომლებიც მათ მოჰყავთ და კონტრარგუმენტები, რომლებსაც აჟღერებენ, კრიტიკა, რომელიც მათგან ისმის, არ ასახავს რეალურად იმას, თუ რა აწუხებთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ამ კანონთან მიმართებით. ამიტომ საჭიროა მათი მხრიდან უფრო გულწრფელი საუბარი.

ყველამ კარგად იცის და საკამათოც არ არის, რომ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალეობა და ინფორმირებული საზოგადოება, ეს არის დემოკრატიისთვის აუცილებელი და ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. მე მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ჯანსაღი, საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და არანაირ პრობლემას არ შეუქმნის იმ ორგანიზაციების მუშაობას, ვინც რეალურად ეხმარება საქართველოს და საზოგადოებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან