იაგო ხვიჩია - აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტი პროპუტინისტურია, არ მჯერა, რომ ამას მიიღებენ - ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში

აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტი პროპუტინისტურია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტები ხელისუფლებამ ყურადღების გადასატანად შემოიტანა და მის მიღებას არ გეგმავენ.

ხვიჩია თვლის, რომ ხელისუფლებას სურს პროპუტინისტური კანონებით გადაფაროს ის, ცვლილება რომელსაც თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს და რომლის თანახმად, სასულიერო პირები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

„ეს პროპუტინისტური კანონპროექტია, ამას არ მიიღებენ და ეს ჯარის რეფორმის თემიდან ყურადღების გადასატანად არის. ამას პირველი მოსმენით მიიღებენ და ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან და შემდეგ მისი ბედი გაუგებარი იქნება. მე დღემდე არ მგონია, რომ ამას მიიღებენ, უბრალოდ მათთვის მნიშვნელოვანი თემიდან რომ ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაეტანათ ყურადღება და ჟურნალისტებზე და NGO-ებზე ელაპარაკათ ნაცვლად წვევამდელებისა, ამიტომ მოხდა ეს. კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს