ნათია კუპრაშვილი - პრინციპების დონზე აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას ასამარებს

პრინციპების დონზე აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას ასამარებს - ამის გაკეთება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონი ეხება ღირსებას და ქვეყნის მომავალს და მათი თხოვნაა არ მიიღონ, რაზეც პასუხს 2 მარტს გაიგებენ.

"ჩვენი პოზიცია მკაფიოა, პრინციპების დონეზე პირველ მოსმენაზე არ უნდა იყოს ეს კანონპროექტები მიღებული, რადგან ის ეხება ქვეყნის მომავალს და ჩვენს ღირსებას. ახლა არის მომენტუმი, როცა შეგვიძლია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამის მიღება პრინციპების დონეზე ამ პერსპექტივას ასამარებს, ამასთან ის შეურაცხყოფს დამოუკიდებელ და თავისუფალ ხალხს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, რადგან ეს კანონი ეხება დამოუკიდებელ ხალხს, რომლებიც არასდროს "შეკვრია ბილწთ ზავით", ვერანაირი კანონმდებლობა ვერ აიძულებს ამ ადამიანებს, ფეხი დაადგან ხატებს, რომლებსაც ისინი აღიარებენ. ისინი ვერ წავლენ თავის რწმენის წინააღმდეგ და ვერ მიიღებენ ამ შეურაცხყოფას - მათი ღირსების გათელვას. ჩვენი თხოვნაა, არ მიიღონ ეს პირველი მოსმენით, რადგან პრინციპების დონეზე ამის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი. ამას არ გაატარებენ არც ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის მსახურები არიან და არც ისინი ვინც ამ ქვეყნის მეგობრები არიან. რა მოხდება ეს გამოჩნდება, ვიცით, რომ 2 მარტს მივიღებთ ამაზე პასუხს", - განაცხადა კუპრაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა. შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ინფორმაციისთვის, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან