რუსული მედია - მოსკოვის ოლქში დრონი ჩამოაგდეს, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო

მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნასთან დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვორობიოვის მტკიცებით, დრონის სამიზნე, სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურა არ დაზიანებული და არავინ დაშავებულა.

სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონი ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად ჩამოაგდეს.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ, რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ორ რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმის ორი მცდელობა აღკვეთეს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის