შალვა პაპუაშვილი -„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს, სულს უბერავენ ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს გარედან მიხეილ სააკაშვილის თემით

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს გარკვეულწილად, ერთადერთი, სულს უბერავენ ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს გარედან მიხეილ სააკაშვილის თემით,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას გეგმავს.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყველანაირი ინიციატივა გარედან მოდის და მიხეილ სააკაშვილის თემის გარდა, მათ სხვა თემაც კი აღარ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვატყობთ, რომ როგორც ორგანიზაცია, აღარ არსებობს გარკვეულწილად. ერთადერთი სულს უბერავენ ამ ჩამქრალ ნაკვერჩხალს, ესეც ხდება გარედან მიხეილ სააკაშვილის თემით. სხვა თემაც კი არ აქვთ მათ სალაპარაკო. არის მიხეილ სააკაშვილი და მათაც მობეზრებული აქვთ ეს საკითხი, როგორც ვატყობ. გარედან მოდის ყველა ეს ინიციატივა, მილიონზე მეტი დახარჯული ფული სწორედ ამას ხმარდება, რომ სული შეუბერონ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამწვარ ნაკვერჩხალს და რამენაირად აცოცხლონ გარედან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს