შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ შევთანხმდით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი - მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, რა ფინანსური ინტერესები დგას ორგანიზაციის უკან, ეს არის ლოგიკა

ვფიქრობ, შევთანხმდით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი სუბიექტი ჩართულია გადაწყვეტილების ფორმირებაში მოქალაქის ცხოვრებაზე, მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს თუ რა ფინანსური ინტერესები დგას ამ ორგანიზაციის უკან. ეს არის ლოგიკა და ვფიქრობ, ამ ლოგიკაში ვთანხმდებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს და ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგა.

მისივე თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრებების თანხვედრა, თუმცა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობს ხარვეზები კანონმდებლობაში, რომელთა ამოვსებას ითვალისწინებს წარმოდგენილი პროექტები.

,,მეორე, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა. თითქოს დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ისედაც უზრუნველყოფს, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ამ მხრივ და თითქოს ყველა ასეთი გრანტი და ა.შ. არის საჯარო და შეუძლია მოქალაქეს ნახოს. ეს არ არის სიმართლე და ამ ჭრილშიც გვქონდა საუბარი და ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდით, რომ არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს თანაბრად გამჭვირვალე იყვნენ ეს ორგანიზაციები. დღეს არსებული სისტემით, თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ არ არის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი და ამ კუთხით ჩვენი სისტემა ხარვეზიანია. ვფიქრობ, მეტნაკლებად არის თანხმობა, რომ მოქალაქის უფლებიდან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ფინანსურად გამჭვირვალე. აქ არ იგულისხმება ძალიან დეტალიზებული საკითხი, მაგრამ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იცოდეს თუ რა ფინანსებით ახორციელებს თავის საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე, როგორც იცის რა ფინანსებით არის პარტია, საჯარო მოხელე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ წუხილებზე სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით.

„დიდი უთანხმოებაა იმ მხრივ, რომ პროექტმა, რომელიც არის წარმოდგენილი, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციის სტიგმატიზება, გასაგებია ეს წუხილი.

სტიგმატიზება სამწუხაროდ, არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის გამოწვევა. ამაზეც არაერთხელ მითქვამს და ამ შეხვედრაზეც ვისაუბრე ამაზე. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჯგუფები ამკვიდრებდნენ ისეთ სტიგმას, როგორიც არის კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, ოლიგარქია, პოლარიზაციაც კი არის სტიგმა მე თუ მკითხავთ.

ამ სტიგმებს აყალიბებენ სხვადასხვა აქტორები ჩვენს პოლიტიკურ დისკუსიაში და ამიტომაც მესმის ეს წუხილი, რომ შეიძლება არსებობდეს შიშები სტიგმები ხომ არ იქნება.

თუმცა ესეც არის საკითხი და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ, რომ ამ სტიგმის შემოქმედები არიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩივიან, რომ თავად შეიძლება გახდნენ სტიგმის ობიექტი. ამიტომ, ამას ჭირდება ზოგადად საჯარო დისკუსია და განხილვა, რამდენად მისაღებია, როდესაც ასეთი სტიგმების დამკვიდრება ხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან