ნიკა მაჩაიძე - ITB berlin-ის  მასპინძლობა, არის საქართველოს წარდგენა და ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმა

ბერლინში საქართველო ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელია. ITB Berlin 2023-ზე ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ საზეიმო გალა გახსნა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბერლინის ტურისტული გამოფენის City Cube-ის პავილიონში 3 ათასამდე მაყურებელი ქართულ ფოლკლორს და ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, საოპერო არიას და ეროვნულ ბალეტს გაეცნობა.

საქართველოსთვის ტურისტული გამოფენაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს რეჟისორი და კომპოზიტორი ნიკა მაჩაიძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს წარდგენა და ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმა. ამ ღონისძიებისთვის დასაწყისში მოვამზადე პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რითაც იწყება და შემდეგ იქნება სუხიშვილებისთვის ჯუთას ქავერ ვერსია“,-აღნიშნავს ნიკა მაჩაიძე.

მათივე ცნობით, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის