„საქართველოს ბანკი“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ მონაწილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ მონაწილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანიდანაა, რომლის საქმიანობაც მეფუტკრეობას, აპი თერაპიას და აგრო და ეკო ტურიზმს მოიცავს. ხათუნა შაშურაშვილის ოჯახი უკვე 100 წელზე მეტია რაც მეფუტკრეობითაა დაკავებული. დღეს კი, ოჯახის მრავალწლიან საქმიანობას შვილებთან ერთად აგრძელებს.

„დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე 700 ოჯახი ფუტკარი გვყავს და ფუტკრის ყველა სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა: თაფლი, ფეხგუნდა, ცვილი, დინდგელი, სადედე რძე, თაფლის არაყი და სხვა მრავალი“, - აღნიშნავს ხათუნა შაშურაშვილი.

2022 წელს, „კოდალას“ თაფლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარისხის წოდება მიანიჭა.

„პანდემიამდე ჩვენი ბრენდი არ არსებობდა, არც მარკეტებსა და დიდ ქსელებში ჩვენი პროდუქცია არ იყიდებოდა. როდესაც ყველაფერი გაჩერდა და ყველა სახლებში ჩავიკეტეთ, დავიწყე ბრენდისა და ლოგოს შექმნაზე მუშაობა. გადავწყვიტე, ბრენდის სახელი ჩვენს გვართან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ჩვენი პოტენციური მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას იცნობდა, როგორც კოდალაშვილების თაფლს. ასე გაჩნდა სახელი „კოდალას“ თაფლი და ბრენდი „სკა-კოდალა“, - ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მეწარმემ აგრო და ეკო ტურიზმის შესწავლა გადაწყვიტა. პანდემიის დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთი გომბორის მთებში, სოფელ კოჭბაანში შეიძინა, სადაც ფუტკრისა და ტურისტებისთვის ის ეკოლოგიური გარემოა შექმნილია, რაც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს.

„დავიწყე კოტეჯების მშენებლობა. ავაშენე ერთი დიდი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც 70 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მეორე კოტეჯში კი, აპიკაბინაა მოწყობილი, სადაც გამაჯანსაღებელი აპითერაპიის კურსის ჩატარებას ვგეგმავ. აღნიშნული თერაპია „ბზუილო თერაპიას“ წარმოადგენს, რომელიც ნერვულ სისტემაზე გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ხოლო, „აერო თერაპია“ რესპირაციულ, იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციას უწყობს ხელს“, - აღნიშნავს ხათუნა შაშურაშვილი..

ამასთან, განმარტავენ, რომ მეწარმე სამომავლოდ მესამე კოტეჯის აშენებასაც გეგმავს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება და ტურისტების მიღებას შეძლებს. ის თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და აზიური ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებთან, რომელიც ტურისტებისთვის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.

როგორც განმარტავს, მარკეტინგის კუთხით, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაში „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ დაეხმარა.

„რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობას, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე, ასევე მომცა მოტივაცია და დამეხარა ჩემი საქმიანობის განვითარებასა და უკეთ წარმართვაში“, - ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის