სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა“

ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „თავდაცვის კოდექსთან" დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი რესურსები არსებობს.

"ამორალურია, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მმართველი გუნდის წევრები კითხვებს არ პასუხობენ. ამის ნაცვლად, ხან ფანჯარას გააღებენ ხმის ჩასახშობად, ხან ჩხუბს იწყებენ და ა.შ. წინააღმდეგი ვართ იძულებითი შრომისა და მონობის. ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს. მით უმეტეს, ეს რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს. ადრე თუ გვიან მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა "არ მოსულა". თუ გენერლებს სჭირდებათ მეტი ჯარისკაცი ჰყავდეთ, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ და ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ ისინი ჯარში ნებაყოფლობით მივიდნენ,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია