ნინო დოლიძე - თუკი რამე დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს კანონი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - არ მეგულება ვინმე, ვინც დემოკრატიას ღაღადებს და ასეთ კანონზე რამე პოზიტიურს იტყვის

მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუკი რამე დააზიანებს ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს, პირველ რიგში, ეს კანონი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - არ მეგულება ვინმე, ვინც დემოკრატიას ღაღადებს და ასეთ კანონმდებლობასთან დაკავშირებით რამე პოზიტიურს იტყვის, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ პრეზიდენტმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტები ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ორი პუნქტის წინააღმდეგ პირდაპირ არის მიმართული, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ნეგატიურად აისახება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. 12 პუნქტი გაქვს შესასრულებელი. 12 პუნქტიდან 2 პირდაპირ ეხება იმას, რის წინააღმდეგაც ეს კანონია მიმართული. პირველი - სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობას და მეორე - მედიის თავისუფლებას და ამას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება კანდიდატის სტატუსის პროცესზე და ზოგადად, ევროინტეგრაციაზე იმიტომ, რომ ევროკავშირის განცხადება პირდაპირ იყო, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობაში არ არის. ამიტომ, პირველ რიგში, მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ თუკი რამე დააზიანებს ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესს, პირველ რიგში, ეს კანონი იქნება და ეს იქნება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ის, რომ მესამე სექტორი დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსდება, საჯარო ფაქტია და ყველამ ძალიან კარგად იცის.

ამასთან, დოლიძე აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური ნარატივებისა და პროპაგანდის მიუხედავად, კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობა პროდასავლურ კურსს კვლავ ინარჩუნებს.

„ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები და ასევე, მათ შორის, მთავრობა, არაერთი მიმართულებით, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან ფინანსდება, ეს არის ძალიან საჯარო ფაქტი და ყველამ ძალიან კარგად იცის. ნამდვილად, ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები არასდროს ვფინანსდებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პირიქით, ჩვენ ვიღებთ ჩვენი მეგობრების, მათ შორის, ევროკავშირის თუ USAID-ის დონორების თანხებს იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, იქნება ეს ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა თუ ა.შ. ერთი მხრივ, ხელისუფლებას აძლევენ [თანხას], რომ განვითარდეს და მეორეს მხრივ, იმის გასაკონტროლებლად, რომ ეს ფული სწორად დაიხარჯოს, სამოქალაქო ორგანიზაციებს. ათასობით ადამიანზეა საუბარი, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან დახმარებას იღებენ“, - განაცხადა დოლიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა