ნიკოლოზ ვაშაკიძე აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივაზე - ძნელია უკვე იმის გამორიცხვა, რომ ეს თხოვნა, თუ რეკომენდაცია მოსკოვიდან წამოსულიყო

ძნელია უკვე იმის გამორიცხვა, რომ ეს თხოვნა, თუ რეკომენდაცია მოსკოვიდან წამოსულიყო, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „ევროპელი სოციალისტების“ მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, ვაშაკიძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი „ქართული ოცნების“ „შემოგდებული“ იყოს.

„იმდენად აბსურდული და უკიდურესად მტრული ნაბიჯია ქვეყნის წინააღმდეგ ეს ე.წ. ინიციატივა, რომ მოტივებში შესვლა ძალიან ძნელია. სავარაუდოდ, შეგვიძლია ვიფიქროთ ის, რომ არსებულ დღის წესრიგში, თვითონ მმართველი ძალის და მისი ხელმძღვანელის პოლიტიკური პრობლემები იმ დონეზე გაღრმავდა, რომ მათ უნდათ რაღაც ახალი თემა „შემოაგდონ“, რომ თავიანთ პოლიტიკურ სიცოცხლეს ახალი სუნთქვა შესძინონ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძნელია უკვე იმის გამორიცხვა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის რეჟიმს მძიმე სიტუაცია აქვს, როგორც სამხედრო, ისე, რა თქმა უნდა, PR თვალსაზრისით, სწორედ ამ აგრესიებს ჭრილში, ამისთანა თხოვნა, თუ რეკომენდაცია წამოსულიყო მოსკოვიდან,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს მოსახლეობის ამოცანაა, რომ ამ საკითხზე „ძალიან პრინციპულად იმოქმედოს, რომ ეს ძირგამომთხრელი, უაღრესად საშიში და მავნებელი ტენდენცია, თუ ნაბიჯი, საბოლოოდ იქნას ჩაძირული“.

„ცალსახაა, რომ საკითხი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე, იმ ნაწილში, რაც ახლა „გამოცოცხლებულია“, პრაქტიკულად, დახურულია. როდესაც ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს სიმართლემ გაიმარჯვა და ახლა ნელ-ნელა გადავდივართ შეტევაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ამან თავისი ლოგიკური შედეგები გამოიღოს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან უკვე სამართლებრივი დევნა იწყება იმ სამხედრო დამნაშავეებისა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, ასეთ დროს, გუშინ, პრაქტიკულად, პუტინის და მედვედევის „ვორდინგით“ გამოვიდა ერთი ხანშიშესული, წითელშარვლიანი უცნაური არსება, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სტატუსს ატარებს და ასეთი საზიზღრობა ჩაიდინა. მდინარაძის პასუხებს თუ მივადევნეთ თვალყურს, მათ გარკვეულწილად მოსინჯეს და დააკვირდნენ საზოგადოების რეაქციებს. ის იმდენად მწვავე და მძლავრი იყო გუშინ სოციალურ ქსელებში, რომ ერთი ნაბიჯით უკან გადადგეს. ახლა საქართველოს საზოგადოების ამოცანაა, რომ ამ თემაზე ძალიან პრინციპულად და აქტიურად იმოქმედოს, რომ ეს ძირგამომთხრელი, უაღრესად საშიში და მავნებელი ტენდენცია, თუ ნაბიჯი, საბოლოოდ იქნას ჩაძირული,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პარტია 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე, ამავე თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მისივე თქმით, საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე ღიად საუბრობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო