შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია სადაც შეატყობს, რომ შეიძლება პროტესტის მხარდამჭერები ნახონ, ყველა თემას ებღაუჭება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერ საკითხს, სადაც "შეატყობენ, რომ შეიძლება პროტესტის მხარდამჭერები ნახონ" ებღაუჭებიან.

როგორც პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პროტესტი და კრიტიკა საგნობრივი უნდა იყოს, რისკენაც ყველას მოუწოდებენ.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან მცდელობაა, რომ ნებისმიერი თემა, სადაც შეატყობენ, რომ შეიძლება რაიმე პროტესტის მხარდამჭერები ნახონ, ყველა თემას ებღაუჭებიან. ხედავთ, რომ მათი ლიდერის თემა აღარ აქვთ, ახლა სხვა თემაზე გადაერთნენ, შემდეგ ისევ უკან გადმოერთვებიან. ყველას მოვუწოდებ, იყოს საგნობრივი დისკუსია. კრიტიკა გასაგებია, მისაღებია, პროტესტიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის უნდა იყოს საგნობრივი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდება, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ეს „ცრუ დილემაა“.

„ეს არის ცრუ დილემა ისევე, როგორც სხვა ბევრი ასეთი ცრუ დილემა მოგვისმენია, თითქოს ასე დგას საკითხი ჰო და არა“,- განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, საკითხზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდებიან. „ჩვენ ვაპირებთ, რომ ვენეციის კომისიას მივმართოთ იმისთვის, რომ მათი მოსაზრება მოვისმინოთ. ვენეციის კომისიის მოსაზრება რა იქნება, წინსწრებით, რთულია თქმა. რაც შეხება პოზიციას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, არ მგონია, რამე შესაცვლელი იყოს. ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი. ის აქტორები, რომლებიც ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში, გამჭვირვალე უნდა იყვნენ. ეს არის ელემენტარული სტანდარტი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო.

„ითქვა, რომ ჩვენ დისკუსიის დასაწყისში ვართ. ეს არის გრძელვადიანი დისკუსია, რომელიც მიმდინარეობის პროცესში თან დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას. ამიტომ, აქ არაფერი არის საჩქარო, განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ არის საჭირო. დრო წინ არის და ამ საკითხზე დისკუსია შეიძლება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, გამჭვირვალობის მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, თვითონ იყვნენ ინიციატორები და აქტიური საკითხში, რომ შესთავაზონ საზოგადოებას გადაწყვეტები ამ გამჭვირვალობის პროცესში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეხება დღევანდელი შეხვედრის ფორმატს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის რეგულარული ფორმატი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს პერიოდულად ხვდებიან.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს