შალვა პაპუაშვილი 2008 წლის ომზე “ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივაზე - არსებობს კითხვები, რომელიც ახალი არ არის და საჯარო დისკუსიის საგანია - მათ შორისაა, რატომ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს მძიმე შინაარსის რეზოლუციას

არსებობს კითხვები, რომელიც ახალი არ არის და საჯარო დისკუსიის საგანია - მათ შორისაა კითხვა, რატომ დაუჭირეს თავის დროზე მხარი ევროსაბჭოს მძიმე შინაარსის რეზოლუციას, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც ინიციატორი ჩამოაყალიბებს მოსაზრებას ინიციატივის მიზნებსა და შინაარსზე, პასუხი ამის მიხედვით ექნება.

“ვერ გეტყვით - ამ თემას ბოლომდე თვალყურს არ ვადევნებ. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი კითხვა, რომელიც საჯაროდ ისმის. საბოლოო ჯამში, კითხვები ახალი არ არის, თუნდაც რეზოლუციასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ინიციატივის ზუსტი შინაარსი, რა კუთხით არის და ასე შემდეგ - ჩვენც ამის მიხედვით ვიმსჯელებთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ევროპელი სოციალისტები“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პარტია 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე, ამავე თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

როგორც “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მისივე თქმით, საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე ღიად საუბრობენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა