პაატა მანჯგალაძე - უნდათ რკინის ფარდა ჩამოაფარონ, აჩქარებულია პროცესი - ფიზიკურად რომ დაგვჭირდება ქვეყნის დაცვა, ამისთვისაც მზად ვართ

ქართველი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს და კარგი იყო უკრაინის სოლიდარობისთვის გამოსული ქართველები, ამაყი ვარ, მაგრამ გამიხარდება, თუ საქართველოს დასაცავად ორი იმდენი ადამიანი გამოვა - სანამ ივანიშვილი არ დაინახავს ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, მანამდე გააგრძელებენ ქვეყნის ღალატს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, თუ საჭირო გახდა ქვეყნის დასაცავად არა მხოლოდ პარლამენტის დატოვებისთვის, არამედ ფიზიკურად დაცვისთვისაც მზად არის.

„ახლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ პარლამენტში უმრავლესობას გადავარწმუნებთ და ხელს გადავუგრეხთ - ეგეთი რამ არ ხდება. მე მარტივ გამოსავალს ვამბობ - კარგია გაერო, ევროკავშირი, უკრაინის წარმატება, რასაც ორივე ხელით ვუჭერ მხარს და მიხარია ყველა ნაბიჯი, როცა წინ მიდიან, მაგრამ ქართველი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების გასაკეთებელს ვერ გააკეთებს ვერავინ და კარგი იყო უკრაინის სოლიდარობისთვის გამოსული ქართველები, ამაყი ვარ, მაგრამ გამიხარდება, თუ საქართველოს დასაცავად ორი იმდენი ადამიანი გამოვა. სანამ ივანიშვილი არ დაინახავს ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, მანამდე გააგრძელებენ ქვეყნის ღალატს.

ვხედავთ, რომ წარმატებით ანადგურებს უკრაინა მტერს. ეს არის მოცემულობა. ახლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩვენ რუსეთი გადავარჩინეთ და უკრაინა არ გვაინტერესებდაო. ექსპერტები საუბრობენ უკვე, რომ შეიძლება გარიგება შედგეს და რუსეთმა უკრაინის გავლენაზე თქვას უარი და კომპენსაციად მოითხოვოს საქართველო და ამიტომ არის აჩქარებული პროცესი და ამიტომ გამოყარეს ყველა რჯულის აგენტი საქართველოში და მარტივ პრიმიტიულ მესიჯს ეუბნებიან საზოგადოებას, რომ ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ოღონდ ოპოზიციის და დასავლეთის მიზეზით, მაგრამ აგაცილეთ ომიო. ყველა ჯიშის, თუ ვინმე მავნებელი იყო, აქ შემთხვევითი არ არის არც ინჯიას განცხადება, შეიძლება „ხალხის ძალა“ ერქვას, ან „ქართული ოცნება“ ერქვას, ან ინჯია, ან სოციალისტი - ლეგიონია, რუსეთზე სულგაყიდული ადამიანები არიან.

უნდათ ჩამოაფარონ რკინის ფარდა, აჩქარებულია პროცესი. მარტივად დავსვათ საკითხი - აქეთ არის ევროპაში ინტეგრაცია, ხელისუფლების დაკარგვის რისკი „ქართული ოცნებისთვის“ და იქით, რა? - რა ინტერესი დგას იქით, თუ რაიმე შეთქმულება არ არის რუსეთთან საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ, რა სიკეთეს იცავენ? რას ეწერებიან ეს ადამიანები? საქართველოს ინტერესია, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩეს და გადაყლაპოს რუსულმა ჭაობმა? მე ამის მჯერა, რომ ვლაპარაკობ და ამის როცა მჯერა, ყველაფრისთვის მზად ვარ, რაც ნიშნავს, რომ მანდატის და პარლამენტის დატოვება კი არა, ფიზიკურად რომ დაგვჭირდება ქვეყნის დაცვა, ამისთვისაც მზად ვართ. ყველა ადამიანი ვინც არის პატრიოტი იცის, როცა სამშობლო დაუძახებს, მის სადარაჯოზე უნდა დადგეს“, - განაცხადა მანჯგალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისგან იცავთ ქვეყანას? - მანჯგალაძემ უპასუხა, რომ “რუსებისგან, ხელისუფლებისგან, რომელიც ქვეყანას დააკარგვინებს კანდიდატის სტატუსს”.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს