თეა ახვლედიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში, თეა ახვლედიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვები მიმოიხილა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე გამახვილდა.

„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები გამორჩეულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ ამავე დროს მათ კონფლიქტის პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. სწორედ ამიტომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ქალების უფრო აქტიურ ჩართვას, მათი როლის გაძლიერებას, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების გათვალისწინებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას განვაგრძობთ. ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩვენ მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები წარმოვადგინეთ, რაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებას, მათი მნიშვნელობის გაზრდას სამშვიდობო პროცესში და განვაგრძობთ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების კუთხით ძალისხმევას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენას, ასევე მისი განხორციელების საუკეთესო გზების განხილვას.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი