ანა დოლიძე - მოვუწოდებ ყველას, ვინც შეხვდა და აპირებს შეხვდეს „ქოცებს“ უცხოეთში, ნუ მისცემენ მათ ლეგიტიმაციას, არ შეხვდნენ, ვინაიდან ეს არის სამარცხვინო, ანტიდემოკრატიული ჯგუფისთვის ასპარეზის მიცემა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მოუწოდებს უცხოელ პარტნიორებს არ შეხვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უცხოეთში.

ამასთან დაკავშირებით ანა დოლიძე კამპანიას #NO Business with Dream #NBD იწყებს.

„იმის პარალელურად, რომ ღიად ლანძღავენ ევროკავშირს და დასავლეთს, იღებენ ავტორიტარულ კანონებს და გამოშიგნავენ შემორჩენილ დამოუკიდებლობის კუნძულებს, ღიად ხარჯავენ ჩვენ ფულს და დასეირნობენ ევროპაში, ხვდებიან პარტნიორებს და ღმერთმა იცის, რას ამბობენ იქ. ეს მაიმუნობა, ქვეყნის ბედით თამაში უნდა დასრულდეს. ამიტომ დღეიდან მე დავიწყებ კამპანიას #NO Business with Dream #NBD

მოვუწოდებ ყველას, ვინც შეხვდა და აპირებს შეხვდეს „ქოცებს“ უცხოეთში, ნუ მისცემენ მათ ლეგიტიმაციას, არ შეხვდნენ, ვინაიდან ეს არის სამარცხვინო, ანტიდემოკრატიული ჯგუფისთვის ასპარეზის მიცემა. ეს უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ „ოცნება“ ამ პროექტს უკან არ წაიღებს. მოვუწოდებ ყველა ჯგუფს, შემოუერთდეს ამ კამპანიას და გააძლიეროს იგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა