სერგო ჩიხლაძე - ლევან იოსელიანს, როგორც ომბუდსმენს, ვერ განიხილავ და ძალიან მიკვირს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურით აღფრთოვანდნენ

მე პირადად, ლევან იოსელიანს, როგორც ომბუდსმენს, ვერ განიხილავ და ძალიან მიკვირს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურით აღფრთოვანდნენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურა არასამთავრობო სექტორიდან იყოს წარმოდგენილი.

„ადამიანი ვიცე-სპიკერია, კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს და უცებ პარტიული აღარ არის, ეს ცოტა გაურკვეველია. გუშინ მისი პოზიციები მოვისმინე. ის არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი არის სასწრაფო საქმე. ის არ თვლის, რომ საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა. მას გაუჭირდა პასუხის გაცემა, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი. ძალიან ბევრი იწვალა ამ თემაზე. მას არ გაუპროტესტებია მედიის შემზღუდველი კანონი პარლამენტში, პირიქით, ეს კანონი მოიწონა, ამიტომ მე პირადად, ამ ადამიანს პიროვნულად არ ვერჩი, როგორც ომბუდსმენს, მას ვერ განვიხილავ და ძალიან მიკვირს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების დამოკიდებულება, როდესაც აღფრთოვანდნენ მისი კანდიდატურით“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს