შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილის ჯუნა ბერნარდის თქმით, ლუქსემბურგი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რისი ნათელი გამოვლინებაა ლუქსემბურგის მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ივ კრაჩენმა დააფიქსირა ლუქსემბურგის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში, რაც აისახა ლუქსემბურგის პარლამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მიმდინარე თვეს მიიღებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს მართლმსაჯულების რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, რის შემდეგაც გაგრძელდება საპარლამენტო დისკუსიები აღნიშნულ საკითხებზე.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს